fbpx

იმედია, ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შემოვლენ-ლევან იოსელიანი

იმედია, ოპოზიციური პარტიები მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებენ მნიშვნელობას, დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შემოვლენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„სჯობდა, აქამდეც მიეღო და ეს ყველაფერი ამდენი ხანი არ გაგრძელებულიყო. იმედია, ოპოზიციური პარტიები მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებენ მნიშვნელობას, დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შემოვლენ. ამ დოკუმენტში ჩანაწერი, რომ 20 ივნისზე ამნისტია უნდა მოხდეს, რასაც მივესალმები. ამნისტია არის სწორი. ასევე სხვა პუნქტები ეხება ინსტიტუციურ წინსვლას. დოკუმენტში საუაბრი არ არის რიგგარეშე არჩევნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერის მზაობა გვაქვს. მახსოვს, გიგა ბოკერიას განცხადება, რომ ყველამ რომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ის მაინც არ მოაწერს. ვფიქრობ, დოკუმენტს ნაწილი ხელს მოაწერს, ნაწილი თავისი მოთხოვნის ერთგული დარჩება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. ეს არის დათმობა და არ ვიტყვი, რომ ცუდია.

კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის სიმძიმე გაიაზრეს. არ მინდა, ნიშნის მოგებით ვისაუბრო, რადგან ვხედავ, კომპრომისს და ამას მივესალმები. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან ირაკლი კობახიძის ამერიკაში ვიზიტი იყოს, მაგრამ ამერიკელი მეგობრებისგან გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომისი იყო ერთადერთი გამოსავალი და ამ მიმართულებით არის ნაბიჯი გადადგმული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება