fbpx

ქალბატონო ელისო კილაძე! ივერი ჭელიძე არ იცნობს არც ნიკა კვარაცხელიას ოჯახს და არც ნიკას მუხანათურ მკვლელობაში ეჭვმიტანილ აკოს-გოჩა ჭელიძე ელისო კილაძეს პასუხობს

კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის (გუბერნატორის) ივერი ჭელიძის შვილი გოჩა ჭელიძე ელისო კილაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება ,რომელიც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ივერი ჭელიძის ნათესავს ადებს ხელს.

გოჩა ჭელიძე :

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ამბავმა მთელი საქართველო შეძრა! ერის ტრაგედიაა, როდესაც ჩვენს ქუჩებში ახალგაზრდა, იმედისმომცემ ბიჭებს კლავენ!!!

საუბედუროდ ძალიან კარგად მესმის ის მდგომარეობა, რომელშიც ნიკა კვარაცხელიას მშობლები და ახლობლები არიან!!!

ტრაგიკულად დაღუპული ჩემი ივიკო და ნიკა კვარაცხელია მშობლიური „ევროპული სკოლის“ დერეფნებში ბევრჯერ იქნებოდნენ შეხვედრილები, შესაძლოა იცნობდნენ კიდეც ერთმანეთს და ეს განცდა კიდევ უფრო მიმძაფრებს ამ არნახული ტრაგედიით გამოწვეულ ტკივილს.

ჭელიძეების საგვარეულო, ისევე როგორც მთელი საქართველო შეძრულია ამ შემზარავი ფაქტით. ადამიანის მკვლელს არც ეროვნება აქვს და არც გვარი!

ქალბატონო ელისო, ვიცი რომ ამ წერილს წაიკითხავთ. ბოლო-ბოლო „წყარო“ გაგაგებინებთ.

რიგი საინფორმაციო საშუალებებით გასული ინფორმაციები არანაირად არ ემსახურება ნიკა კვარაცხელიას მუხანათური მკვლელობით გამოწვეულ გულისტკივილს. სამაგიეროდ ემსახურება ამ შემზარავ შემთხვევაზე ადამიანის მიბმას, მის დისკრედიტიციას, მისი როგორც დამნაშავის მფარველის ელფერის მიცემას და ამით ინფორმაციის გასენსაციურებას! თუნდაც მისი გავრცელების შემდეგ ქვა ქვაზე არ დარჩენილა!

ქალბატონო ელისო!!!

ივერი ჭელიძე არ იცნობს არც ნიკა კვარაცხელიას ოჯახს და წარმოიდგინეთ არც ნიკას მუხანათურ მკვლელობაში ეჭვმიტანილ აკოს, რომელზეც ასე ხელაღებით აცხადებთ, რომ ის ივერის ძმის შვილიშვილია;

ქალბატონო ელისო!!! იქნებ დაგვისახელოთ ამ შემზარავ შემთხვევასთან თქვენი და თქვენი „წყაროს“ მიერ ივერი ჭელიძის დაკავშირების მოტივი!!!!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია