fbpx

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში არანაირი სამართლებრივი პრობლემა არაა – დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითებისა და გამოცდილების გააზრების შედეგია

როგორც იურისტს, პირდაპირ შემიძლია თქმა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში არანაირი სამართლებრივი პრობლემა არაა, რადგან აღნიშნული კანონპროექტი სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითების გააზრების შედეგია და ერთადერთ მიზანს ემსახურება  – რომ ქართულ სახელმწიფოში რეალურად დარეგულირდეს ის უმართავი პროცესები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვხედავთ, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი. 

მისივე თქმით, დაინიცირებული კანონპროექტით, საქართველოში მოქმედ სუბიექტებს არაფერი ეკრძალებათ და მისი მიზანი გამჭვირვალობის პრინციპის დაცვაა.

„არავინ არავის არაფერს არ უკრძალავს, უბრალოდ, მთავარი შინაარსი არის ის, რომ სახელმწიფომ, საზოგადოებამ იცოდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც შემდგომ ხშირად „პოლიტიკურ მანტიებს“ ისხამენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აქტორები, რომლებიც „არასამთავრობო ორგანიზაციების“ სახით გვევლინებიან ქართულ პოლიტიკურ სინამდვილესა და ცხოვრებაში, რეალურად როგორ ფინანსდებიან, რა არის და ვინ არის მათი დაფინანსების წყარო. რეალურად, მარტივად დასანახი იქნება, ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი. აღნიშნულ კანონპროექტს სამართლებრივი პრობლემა არ აქვს. პროცედურული ნაწილი გასავლელია და რა ფორმით დამტკიცდება, ეს შემდეგი მუშაობის პროცესში გამოიკვეთება. ვფიქრობ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ქართულ სახელმწიფოსა და ხალხს სჭირდება, იცოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ვის მიერ  ფინანსდებიან და ვის ინტერესებს ემსახურებიან ჩვენს სახელმწიფოში“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება