fbpx

უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსებს 175 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დაზვერვა სიტუაციას აფასებს, როგორც ,,გამაოგნებელ ესკალაციას“, რომლის შესახებაც ბაიდენმა გაფრთხილება გააგზავნა და თქვა, რომ აღნიშნული მძიმე შედეგს მოიტანდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვარზე განლაგებული აღჭურვილობა საკმარისი იქნება წინა ხაზის ძალების მოსამარაგებლად შვიდიდან 10 დღემდე, ხოლო სხვა დამხმარე დანაყოფების მოსამარაგებლად ერთი თვის განმავლობაში.

დაზვერვის სამსახურის ადრინდელ ინფორმაციაში, რომელიც პირველად Washington Post-ის მიერ გავრცელდა, წერია, რომ რუსეთს შეუძლია შეტევა დაიწყოს „2022 წლის დასაწყისში“ 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება