fbpx

,,სუსის,, შენობასთან გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა მათი კუთვნილი „შკოდას“ მარკის ავტომობილი დალეწეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა მათი კუთვნილი „შკოდას“ მარკის ავტომობილი დალეწეს.

როგორც პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ეს ავტომობილი არის სუს-ის სიმბოლო და სწორედ ასე უნდა დაილეწოს და დაინგრეს სისტემა, რომელიც ადამიანებს აკონტროლებს.

“ეს სისტემაა, ვინც მართავს ქვეყანას, ისინი არიან შემომძვრალი ყველგან, ჩვენს ცხოვრებაში და აკონტროლებენ ყველაფერს. ყველაფერი იციან თქვენზე – ყველა თქვენი სუსტი წერტილი, რას ჭამთ, რას სვამთ, რა გიხარიათ, რა არ გიხარიათ, რით შეიძლება თქვენი გამოჭერა, რით შეიძლება თქვენი დაშანტაჟება და ამით მართავენ ამ ქვეყანას. ეს მორდორი არის დასანგრევი, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება პირველი, რაც არის გასაკეთებელი ეს საგიჟეთი არის დასანგრევი.

ამათი სიმბოლო ხომ იცით რაც არის – „შკოდა ოქტავიები“, რომლითაც დადიან. ეს მორდორი უნდა დაილეწოს, დაიმტვრეს და დაიფშვნას ზუსტად ისე, როგორც ამათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია“ დაილეწება ახლა “,- განაცხადა აქცია პერფორმანსის დაწყებამდე ზურაბ ჯაფარიძემ.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ” პრაიმტაიმს” განუცხადეს მომხდარზე მოკვლევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სავარაუდოდ სასულიერო პირებს, ჟურნალისტებსა და საელჩოს წარმომადგენლებს უკანონოდ უსმენდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება