fbpx

გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე შეეგროვებინათ კომპრომატები-მეუფე იაკობი

მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები, – ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, დღესაც იმ აზრზეა, რომ გახარია მოსკოვის კაცია.

კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის სურვილი არ ჰქონია. „მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში“, – განაცხადა მეუფე იაკობმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება