fbpx

სოსო არჩვაძე – სწორედ საპენსიო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული მილიონობით მონაცემის ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნილებების დონეზე დაცვა და წარმადობაა, ამ მხრივ, ერთერთი პირობა მისდამი ნდობის ამაღლებისათვის, პირველ რიგში, საპენსიო სისტემაში ჩართული პირებისათვის

„საბაზრო ეკონომიკა წარმატებულად მიიჩნევა, როდესაც მისი მახასიათებელი ინსტიტუტები ეფექტიანად ფუნქციონირებენ, როდესაც ეს ინსტიტუტები, როგორც პაზლის ნაწილები, ერთიანობაში ეკონომიკის, საზოგადოების განვითარებად ობიექტურ სურათს ქმნიან. მოქმედი ინსტიტუტებიდან ერთერთი მნიშვნელოვანი საპენსიო სააგენტოა, რომელიც ქვეყნის ასეულ ათასობით დასაქმებულის სტაბილური, მდგრადი და პროგნოზირებადი მომავლის უზრუნველყოფითაა დაკავებული,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ უსაფუძვლო პოსტებს, რომელთა რეალურ მიზანსაც ცარიელ ადგილას ხმაურის გამოწვევა წარმოადგენდა.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ტრანსპარენტულობა, ამ მხრივ, საპენსიო სააგენტოს მხრიდან საზოგადოების მიმართ კომპლიმენტარობის გამოხატულებაცაა და მისდამი შესაბამისი ნდობის ამაღლების პირობაც. მისი თქმით, სწორედ საპენსიო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული მილიონობით მონაცემის ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნილებების დონეზე დაცვა და წარმადობაა, ამ მხრივ, ერთერთი პირობა მისდამი ნდობის ამაღლებისათვის, პირველ რიგში, საპენსიო სისტემაში ჩართული პირებისათვის. „ის რომ შესაძლებელია წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებსა და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე, ზრდის ნდობას როგორც ფაქტობრივი და პოტენციური კლიენტების საპენსიო სააგენტოსადმი, ისე ამ უკანასკნელის, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთერთი მყარი ინსტიტუციური რგოლისადმი. მიუხედავად არსებობის სულ რამდენიმეწლიანი ისტორიისა, საპენსიო სააგენტომ დაადასტურა თავისი ეფექტიანობა, მის მიერ მოზიდული სახსრების დივერსიფიცირება, ამონაგები წარმატებით უმკლავდება ინფლაციურ გამოწვევას და უზრუნველყოფს რეალურ განზომილებაში აკუმულირებული სახსრების ზრდას,“ – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
„ბოლო მონაცემებით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება უკვე 2.52 მილიარდი ლარია, ხოლო ამონაგები საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული რეფორმა დროული და წარმატებული აღმოჩნდა. სააგენტოს ფორმირება, ფუნქციონირება და განვითარების პერსპექტივები მყარ სამართლებრივ საფუძველს, ზრდის პოტენციალის ობიექტურ განსაზღვრასა და პროფესიონალური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას ემყარება,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება