fbpx

საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე ვიტალი პისანცი, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე ვიტალი პისანცი, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას საქმე განიხილა.

უკრაინული მედია წერს, რომ 53 წლის მოსამართლე გარდაცვალებამდე სახლში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების დღეს მოსამართლესთან ერთადბინაში ასევე იმყოფებოდა ადვოკატი და ასევე ნარკოპოლიციის თანამშრომელი. მოსამართლის ცხედარი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მასთან სუფრაზე მყოფი პირები კი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

მათი ნაამბობის მიხედვით, მათ სუფრა ჰქონდათ გაშლილი და თან ალკოჰოლურ სასმელსაც მიირთმევდნენ. მოგვიანებით მათ შორის მცირე კამათსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ის მალევე ამოიწურა და მათ ისევ გააგრძელეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. მაგრამ მოულოდნელად მოსამართლეს ცხვირიდან სისხლი წასკდა და გონება დაკარგა.

მოსამართლეს პირველადი დახმარება ბინაზევე აღმოუჩინეს, თუმცა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილი დააფიქსირა. ახლა გამოძიება წარმოდგენილი ვერსიის რეალობას ამოწმებს და სხვა მოწმეებსაც კითხავს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა.

მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

ცნობისთვის: ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზეც. 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია