fbpx

საქართველოს ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას. ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი. ამ მიზნის მისაღწევად ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე ათწლეულების მანძილზე უდიდესი მსხვერპლი გაიღო. დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობაა, საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს დემოკრატიული სისტემა, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და აამაღლოს კეთილდღეობის ხარისხი ქვეყანაში. ამისათვის გატარდება ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განამტკიცებს ჩვენს კონსტიტუციურ სისტემას და ქართულ ეკონომიკას ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოებს. ამ ამოცანების შესრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია