fbpx

თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაცია
იმყოფება. საგარეო ქმედებათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და
თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს დღეს თავდაცვის მინისტრმა
ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მხარეებმა ევროკავშირში
ინტეგრაციის საკითხები, თავდაცვის რეფორმები და ევროკავშირში
ინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები
განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე
მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე. თავდაცვის სამინისტროში
ვიზიტისას ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ ასევე მოინახულა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი
(JTEC) და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება