fbpx

მინდა ვუთხრა ელისო კილაძეს. ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენლის დადანაშაულება ფაქტობრივად ბოლომდე მცდარია-მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი-ვნახე ნიკა გვარამიას გადაცემა ქოლცენტრებზე. ეს დანაშაულებრივი სინდიკატი განსაკუთრებით დიდი მავნებლობაა. ვინაიდან ათასობით ახალგაზრდას აწყებინებს შრომით საქმიანობას სხვისი მოტყუებით და ფაქტობრივად რყვნის. ამ თემას ბოლომდე უნდა მივსდიოთ და არ დავუშვათ, რომ რაიმე ფორმით საქართველოში ამ ქსელის ოპერირება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, თემა მთლიანად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არასწორია. ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამას აკეთებს, თუნდაც ელისო კილაძეს ან სხვა ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენლის დადანაშაულება ფაქტობრივად ბოლომდე მცდარია და უნებლიეთ ოლიგარქის ხელისუფლების წისქვილს ასხამს წყალს. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც ყოველთვის, ნუ გავახარებთ მტერს და გავერთიანდეთ საერთო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში! რა დროს ინტრიგები და ურთიერთგარჩევებია! თავად ელისო კილაძე კი პასუხობს=მოვითხოვ: მიხეილ სააკაშვილის ხელნაწერის გამოქვეყნებას აღნიშნული შინაარსის განცხადების ტექსტით – ელისო კილაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება