fbpx

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად ჯაბა ხმალაძე დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად ჯაბა ხმალაძე დაინიშნა, მან აღნიშნულ პიზიციაზე გიორგი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უხელმძღვანელებს.

ჯაბა ხმალაძეს აქვს რამოდენიმე წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში, ამ დრომდე, იკავებდა შპს გარდაბნის თბოსადგურის გენერალური დირექტორის პოზიციას, ასევე 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.

არის სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართალის მაგისტრი, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია