fbpx

სამწუხაროდ, კახა კალაძის გარდა ვერცერთმა კანდიდატმა თავის ხედვა ვერ წარმოადგინა-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ დებატებს ეხმაურება-

საზოგადოებრივი მაუწყებელზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა, რაც ნამდვილად კარგი შესაძლებლობა გახლდათ თითეული კანდიდატისთვის, რომ თავის ხედვა წარედგინათ ამომრჩეველისათვის.გადაცემის დასაწყისშივე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკანორ მელიამ ვერ დამალა თავისი რადიკალური განწყობა, გააკეთა რა მცირე „პერფომანსი,“ სასწრაფოდ დატოვა ტელევიზია(კინაღამ მასზე დამაგრებული მიკროფონებიც გაიყოლა!). სხვათაშორის იგივე პათოსი გამოჩნდა გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, რომელმაც ასევე დაიწუნა გადაცემის ფორმატი, თუმცა ბოლომდე კი დარჩა, ეტყობა ეს ორი კანდიდატი კომფორტულად უფრო ტვ პირველზე, ფორმულაზე და მთავარზე გრძნობენ (ნამდვილად ადვილია, როცა პარტტელევიზიაში ხარ, რომელიც ცხადია, შენს პიარზე მუშაობს!). სამწუხაროდ, კახა კალაძის გარდა ფაქტიურად ვერცერთმა კანდიდატმა თავის ხედვა ვერ წარმოადგინა, ვერ თქვა რეალურად რის გაკეთებას აპირებენ არჩევის შემთხვევაში, უფრო მეტიც ძირითად ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ-ბოლოს კი ძალიან უსუსურად, ისევ უარგუმენტოდ ასრულებდნენ თხოვნა-მოწოდების სტილში-ამირჩიეთ მერად, მაგრამ რატომ? ვერაფერი ვერ თქვეს! საინტერსო იყო, რომ ყველა კანდიდატმა კითხვა დაუსვა მოქმედ მერს-რაზდეც ბატონი კალაძე მშვიდად და საქმიანად პასუხობდა. აღსანიშნავია, რომ ზოგი კანდიდატი პასუხით სრულად დაკმაყოფილდა, თუმცა მთლიანობაში თითქმის ყველა კანდიდატი უნებურად და ფაქტიურად აღიარებდა მოქმედ მერს, როგორც მომავალ მერს და ეს როგორც მათ კითხვებში, ისე კრიტიკაშიც ძალიან ადვილად ჩანდა. ეს კი სამწუხაროდ მათ, არცთუ ისე ძლიერ მხარედ წარმოაჩინდა. კახა კალაძე წარსდგა თავის ხედვით, ინოვაციებით, რეალური გეგმებით და შესრულების შესაძლებლობებით, დანარჩენებს კი ან პოლიტიკურად გაზრდა სჭირდებათ(რაც კახი კალაძემაც უსურვა), და მეტი მომზადება ისეთ თანამდებობაზე პრეტენზია თუ გააჩნიათ, როგორიც დედაქალაქის მერი გახლავთ. თვითმართველობის არჩევნები, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. ხოლო მათ ვინც იცის 2 ოქტომბერს წააგებს, და 3 ოქტომბერს რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება უფრო დიდი მარცხისთვისაა განწირული. უსუსური იყო კანდიდატების განცხადება, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა, მაგრამ ვერ ჩამოაყალიბეს თუ რა გეგმა აქვთ ან ამბობდნენ რომ ეს და ეს საკითხია გადასაწყვეტი, ვერ ამბობდნენ მათ როგორ წარმოუდგენიათ თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხები და ბოლოს ისევ კალაძეს უსვამდნენ კითხვებს…კახა კალაძე კი მშვიდად და ღირსეულად პასუხობდა, და როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი მთელ თავის დროს იმისთვის იყენებდა, რომ უფრო მეტი ესაუბრა თავის პროგრამაზე. გასგებია-თუ რატომ გაიმარჯვებს კახა კალაძე!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია