fbpx

სააკაშვილი რუსეთის საიდუმლო სამსახურის მეთოდებს იყენებს-ჯოიალი

პოლ. მ. ჯოიალის საინტერესო პუბლიკაცია თარგმნა ,,იქსნიუსმა,,

 მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოში და უკრაინაში და რომელსაც, წლების მანძილზე აფასებდნენ, როგორც დასავლური ორიენტაციის ეფექტიან რეფორმატორს, ის ადამიანია, რომელიც რუსეთის საიდუმლო სამსახურების მეთოდებს იყენებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის, საკუთარ ქვეყენაშიც და საზღვარგარეთაც.

 ევროკავშირის მედიატორი დაბრუნდა თბილისში – არსებული რთული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით. ქართველი/უკრაინელი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის, იგივე მიშას და მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  (UNM) მიერ გამოყენებული მეთოდები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სასურველია სიფრთხილის დაცვა, რათა არ მოხდეს უკუსვლა, დემოკრატიის გზაზე და არ დაიკარგოს ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც 2020 წ. არჩევნების დროს იქნა მიღწეული საქართველოში.

საბჭოთა და ამჟამად რუსული უშიშროების სამსახურის ისტორიის მანძილზე მუდმივად ხდება „პროვოკაციის“ უნიკალური საბჭოთა თუ რუსული ტრადიციის დახვეწა. ეს ტრადიცია, მისი კლასიკური ფორმით, წარმოადგენს სახელმწიფო  უშიშროების სამსახურის პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს ფარულად მართული პროვოკაციის გამოყენებას ზოგიერთი სტრატეგიული მიზნებისთვის. ის ცდილობს ის საპასუხო რეაქცია მიიღოს, რომელიც მის ინტერესებშია. ყველაზე ცნობილი პროვოკაცია იყო ლენინის „ჩეკას“ ოპერაცია „ნდობა- ტრესტი“, დასავლური ძალების დასარწმუნებლად, რომ ბოლშევიზმი იყო სუსტი და დაშლის პირას, ხოლო მონარქისტი მოწინააღმდეგეები ძლიერდებოდნენ. ფაქტობრივად, ორგანიზაცია ფელიქს ძერჟინსკის და ბოლშევიკების  უშიშროების სამსახურების მიერ იყო გამოგონილი, რათა ქვეყანაში კვლავ შემოეტყუებინათ მოღალატეები და სიკვდილით დაესაჯათ (სავინკოვი და რეილი) და მიეღოთ ოქრო და ფული, რომელიც სხვა  უშიშროების მიზნებისთვის სჭირდებოდათ. ეს იყო მოტყუების პროტო-ტიპიური საბჭოთა სტრატეგიული ოპერაცია, რომლის ისტორიაც რუსეთის სადაზვერვი სამსახურევის ნაწილია და დღესაც არის მის დღის წესრიგში.

დღეს, ამ ტრადიციას აგრძელებს უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი და, ოპოზიციის მანიპულატორი ლიდერი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ცხოვრობს უკრაინაში, ასევე ნიკა მალია, მისი წარმომადგენელი საქართველოში. 2019 წლის ივნისში მელია შეიჭრა პარლამენტში – შეერთებულ შტატებში ჩვენ ამას ამბოხებას ვუწოდებთ – ის დააკავეს და შემდეგ მან მოიხსნა სასამართლოს განკარგულებით გაკეთებული სამეთვალყურეო მოწყობილობა. მელია ლოიალურია ექსცენტრიული მანიპულატორის, მიშა სააკაშვილისა, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეც კი აღარ არის, მაგრამ, როგორც სჩანს, პროვოკაციის საიდუმლო ოსტატობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

შეიძლება მიშამ გულთან ახლოს მიიტანა გაკვეთილები, რომლებიც მან ახალგაზრდობაში მიიღო, როცა მსახურობდა „კგბ-ს“ სასაზღვრო დაცვის სამსახურში, უკრაინაში. ცნობილია, მხოლოდ, რომ ის ვალდებულია და განზრახული აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს  კვლავ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება საქართველოში. მისი ისტორია კარგად უჩვენებს, რომ ის თავს ძალზე კომფორტულად გრძნობს, როდესაც ის ნებისმიერი გზებით ითვისებს ძალაუფლებას, როდესაც მარცხდება არჩევნებში, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა. ახლა სააკაშვილი ცდილობს მის უნარებს შანტაჟისთვის, რათა ადამიანები საკუთად ნებას დაუმორჩილოს. სამწუხაროდ, მას ეხმარებიან სხვა ოპოზიციური პარტიები და ზოგიერთი დასავლელი მხარდამჭერიც კი.

….  სააკაშვილმა დადგა სცენა მომავალი პროვოკაციებისთვის –  2020 საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე,  რომელმაც კარგად იცოდა  შიდა გამოკითხვიდან, რომ მისი კოალიცია დამარცხდებოდა, და შექმნა ყალბი ნარატივი;

 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე,  14 ოქტომბერს სააკაშვილმა აამოქმედა „ხმების ქურდობის შეწყვეტის“ კამპანიის საკუთარი ვერსია, რასაც მოჰყვა პოსტები სოციალურ მედიაში:

„მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, მზად ვარ საკუთარი სიცოცხლეც კი შევწირო … ჩვენ არ უნდა მივცეთ გაყალბებული არჩევნების ლეგალიზაციის საშუალება“.

„ჩვენ ისინი უნდა დავღალოთ, ძალა გამოვაცალოთ, ყველგან უნდა შევუქმნათ პრობლემები. ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სააგენტოები, რომლებიც უკანონო ქმედებებს სჩადიან, უნდა დაიბლოკონ“.

როდესაც სააკაშვილმა ახსენა „ეგრეთ წოდებულლი სახელმწიფო სააგენტოები, რომლებიც უკანონო ქმედებებს სჩადიან“, ის ალბათ გულისხმობდა „საკონსტიტუციო დაცვის დეპარტამენტს“   შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ის ერთ დროს ხელმძღვანელობდა და რომელმაც, 2012 წელს, ჯაშუშური მოწყობილობები დაუყენა ქართული ოცნების კოალიციის 50 კომპიუტერს. მათი მეშვეობით ირთვებოდა მიკროფონები და კამერები, მისი ხელმძღვანელობის თვალყურის სადევნებლად, რატომღაც, ივანიშვილის აპოლიტიკური მეუღლის კომპიუტერზეც კი.

ამას გარდა, სააკაშვილმა გამოხატა განზრახვა, წინააღმდეგობა გაუწიოს, შედეგების მიუხედავად, ვითომდა „მოპარულ არჩევნებს“. თუმცა, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოკითხვა მისმა საკუთარმა პარტიამ ჩაატარა.

ფაქტობრივად, ხელისუფლების გამარჯვება უზრუნველყო მათ მიერ პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ. მალე მან დაიწყო საკუთარი ფართო მიტინგების მოწყობა პანდემიის წინააღმდეგ, ერთად შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევით, მცირერიცხოვანი პირბადეებით…  საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაიწყო აგვისტოში და მალე ზრდის ტემპი აჩქარდა, მას შემდეგ, რაც ბათუმში ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის მიტინგი მოეწყო და სააკაშვილმა „მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდა“.

ეს არჩევნები უაღრესად წარმატებული იყო, ახალი, ურთიერთშეთანხმებული რეფორმის განხორციელების გამო, რაც საქართველოს პარლამენტში მცირე პოლიტიკური პარტიების უფრო ფართოდ წარმოდგენის საშუალებას იძლეოდა. ამ დროს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ სცნო, რომ „შემცირებული, ერთ-პროცენტიანი ბარიერი პარლამენტში წარმომადგენლობისთვის, ზრდის არჩევნების წინ არსებული გარემოს კონკურენტუნარიანობას და პოლიტიკურ არენაზე მრავალრიცხოვანი ახალი პარტიები გამოდიან“.

მნიშვნელოვანი რეფორმები

ეს ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ჩატარდა მოლაპარაკებები ევროკავშირის და აშშ-ს მედიაციით, 2019 წ. ბოლოს და 2020 წ. დასაწყისში, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, რის შედეგადაც, 2020 წ. მარტში მიღწეულ იქნა შეთანხმება, „საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვანი  რეფორმირების“ თაობაზე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშის მიხედვით. ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის საბჭომ დაასკვნა, რომ არჩვევნები იყო „კონკურენტული და საყოველთაო, ფუნდამენტური უფლებების დაცვით“, „არსებითად გადასინჯული საკანონმდებლო ბაზის“ წყალობით, „რომელმაც მყარი საფუძველი შექმნა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის“, თუმცა, „აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა, დარჩენიი პრობლემების დასაძლევად“>

ამის შედეგად, პარლამენტში ოპოზიციის წევრების რაოდენობა უდიდესი იყო, საქართველოს ისტორიაში. ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის საბჭომ ასევე წარმოადგინა რიგი რეკომენდაციები, გაუმჯობესებებისთვის, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, შესაძლო პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. მაგრამ ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და ამით დაძაბა ვითარება და არ იკისრა მისი წილი პასუხისმგებლობა საკანონმდებლო მმართველობაზე. ეს არსებითად არალიბერალური მიდგომაა, ტრადიციული საბჭოთა პროვოკაციის აგიტაციის თუ პროპაგანდის სახით და არა დასავლური დემოკრატიის მიღწევის მეთოდი.

რუსული „კგბ-ს“ ტიპის პროვოკაციებში დაოსტატებული ოპოზიცია უარს აცხადებს კომპრომისზე და ძირს უთხრის სტაბილობას ქვეყანაში, რამდენადაც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტში შესვლას, რაც რისკს უქმნის ისეთი ქვეყნის რეპუტაციას, რომელიც განუხრელად ამკვიდრებდა დემოკრატიულ ფასეულობებს, მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად. ამ ბოიკოტს მართავდა და უძღვებოდა უკრაინის მოქალაქე, რომელიც ცდილობს საკუთარი ნების შესაბამისად მოაბრუნოს ვითარება, რაც არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.

პრეზიდენტ პუტინის და თავდაცვის მინისტრ შოიგუს საუბარი, კამერების წინ სადილზე, რომელიც ღია ცის ქვეშ მოაწყეს ციმბირში, უეჭველია შეეხო იმასაც, თუ რა გეგმები აქვთ მათ საქართველოსთან დაკავსირებით. ისინი  ნამდვილად განიხილავენ რეფლექსური კონტროლის ოპერაციის წარმატებას, რომელიც 2008 წლის ომით დასრულდა. საინტერესოა, ისინი ახლა კიდევ ერთ ასეთ ოპერაციას ახორციელებენ უკრაინაში, სააკაშვილთან ერთად? ოპოზიციის პროვოკაციული ქცევა, ხელისუფლების ახალი გუნდი საჭესთან და ევროკავშირის მედიაცია, ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ ალტერნატივების გაანგარიშებისას.

რუსეთის გეგმის ჩაშლა

ჩვენ ეს დავინახეთ დირექტორ ნარიშკინის განცხადებაში, რომელშიც მან დემარში გამოუცხადა შეერთებული შტატების მთავრობას და სააკაშვილი ქართული დემოკრატიის დამაარსებლის რანგში აიყვანა. ეს სრული სისულელეა.

დროა ჩაიშალოს რუსეთის გეგმები, დროა პარლამენტის არჩეული წევრები  შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა, როგორც მოელიან ადამიანები მათი ახლად არჩეული წარმომადგენლებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში,  იდეალური ვითარება იქმნება რუსეთის მავნებლობისთვის.

10 ნოემბერს, COVID-19-სგან გამჯანმრთელებულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, , დიალოგისკენ მოუწოდა.

„პროცესი, რომელიც ქუჩებშია, უნდა გადავიდეს პოლიტიკურ და სამართლებრივ პლატფორმებზე.“

დღეს უკვე თითქმის აპრილია. შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, თუ ოპოზიცია კვლავაც უარყოფს პარლამენტის მანდატებს. ამჟამად, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ამ მოლაპარაკებებს შედეგი მოჰყვეს, ისაა, რომ ოპოზიციამ მიიღოს დემოკრატიული ნორმები და შევიდეს პარლამენტში.

„პროვოკაცია“ უნდა დამთავრდეს ყოველგვარი სხვა მოთხოვნების და პირობების გარეშე. დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა დაუშვან ამის გაგრძელება. ეს არალიბერალური და არადემოკრატიულია. ესაა გამოცდა იმისა, თუ რამდენად სურს ყველა მხარეს შეასრულოს მისი როლი, დაუსრულებელი ქუჩის შეტაკებების და დემონსტრაციების ნაცვლად, რაც ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და მის შესაძლებლობას, მიიზიდოს ტურისტები, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის. საკმარისია. ეს მობეზრდათ  კეთილი განზრახვის მქონე დასავლელ დიპლომატებსაც. ახლა პარლამენტი და ყველა მხარე ერთად უნდა იმოქმედონ, პრობლემების დასაძლევად და რეფორმების განსახორციელებლად, რაც უზრუნველყოფს დასავლეთის მხარდაჭერას. დაუსრულებელი ქუჩის წარმოდგენების და არარეალისტური მოთხოვნების დრო დამთავრდა.

26 მარტი, 2021 წ.

„ ბრასსელს მორნინგი“,

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია