fbpx

ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ტელეკომპანია “პირველს” სიცრუის გავრცელებაში ამხელს

ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ტელეკომპანია “პირველს” სიცრუის გავრცელებაში ამხელს:“მინდა გამოვეხმაურო მედია საშუალება “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და “ფეიკ ნიუსს”, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურება.წლებია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბიზნესსაქმიანობას ვეწევი და კეთილსინდისიერად ვიხდი გადასახადებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს არც ერთ კომპანიას, არასდროს მიუღია მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და არც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონია სახელმწიფო სახსრებთან და ბიუჯეტთან. ასევე, იაფფასიანი ტყუილია, თითქოს რომელიმე საჯარო თანამდებობის პირს ვაფინანსებ.წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გვერდით ვიდექი და ამ გუნდის წევრი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას უხეშად არღვევდა, დღეს კი, მასთან დაკავშირებული მედიის საშუალებით, აგრძელებს საზოგადოების მოტყუებას და ძალადობას, ეთიკის და ობიექტურობის სტანდარტის დარღვევით.ასეთი უხეში და მდარე “ფეიკ ნიუსი” კარგად აჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მედია, მათი მეთოდები და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ არ შეცვლილა.” – წერს ბარვენაშვილი სოციალურ ქსელში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება