fbpx

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში”

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მმართველ პარტიას აფასებს

როგორც პაპუაშვილი წერს, “ქართული ოცნება” ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაწროვნე პარტიაა, რომელიც პოლიტიკურ ველზე არსებობს.

„შვიდი თვეა რაც “ქართულ ოცნებას” შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული გადაწყვეტილების დამსწრე, მოწმე და მონაწილე.

ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს. “ქართული ოცნება” ყველაზე ქართული და, ამიტომ, ყველაზე ევროპული პარტიაა.

ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში“, – წერს პაპუაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება