fbpx

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ექვსი საკითხიდან, ოთხზე ურთიერთგაგება მიღწეულია- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა რომ როგორც ჩანს, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ექვსი თემაა, მათ შორის, როგორც ჩანს, ოთხ საკითხზე ურთიერთგაგება მიღწეულია. თავდაპირველად, უკრაინა ჩამოკიდებული იყო ამ საკითხზე, თუმცა მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა, უარი თქვას ნატოს წევრობაზე. კიდევ ერთი საკითხია, რომელიც რუსულის ოფიციალურ ენად მიღებას ეხება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსული არის ენა, რომელზეც თითქმის ყველგან საუბრობენ უკრაინაში. არც ამ საკითხზეა პრობლემა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია