fbpx

რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:

რუსეთს – გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!

რუსეთს – ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!

რუსეთს – მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!

რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.

რუსეთს – ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!

რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რუსეთსაც – გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!

რუსეთთან – არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!

რუსებისგან – იღებენ შემოსავალს, – ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!

ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!

პ. ს. რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!..წერს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება