fbpx

რატი ბრეგაძე: გასული წლის ნოემბერში სააკაშვილს შევთავაზეთ ჩამოეყვანათ მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, მათ ამ უფლებით არ უსარგებლიათ


გასული წლის ნოემბერში გავაკეთე განცხადება და სააკაშვილს შევთავაზეთ ჩამოეყვანათ მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, მათ ამ უფლებით არ უსარგებლიათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი სიტყვა, თითქოს სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, არის ტყუილი.

„მოგვმართეს ისეთი განცხადებით, რომელიც შესაბამისი ფორმით დაწერილი არ იყო. იმისთვის, რომ სააკაშვილთან შევიდეს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ექიმი მას სჭირდება ჩვენგან ნებართვა. იმისთვის, რომ ჩვენ ნებართვა გავცეთ, როდესაც მსჯავრდებული უშუალოდ მოგმართავს, რომ შევიდეს ესა თუ ის ექიმი და მის მკურნალობაში მონაწილეობა მიიღოს, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის ექიმი და მას სჭირდება შესაბამისი ლიცენზია.

ჩვენ ამის შესახებ წერილობითაც მივმართეთ გიული ალასანიას, ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონითაც ესაუბრა, მაგრამ მათ დღემდე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ფორმით განცხადება. ნებისმიერი სიტყვა, რომ თითქოს სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, ეს არის ტყუილი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება