fbpx

სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში


მიხეილ სააკაშვილი პატიმარია და ჩვენ როგორც ადრე, ასევე ახლაც, ვმოქმედებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის გადაყვანილი იქნება. ამჟამად ის იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა იმისთვის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც რატი ბრეგაძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება