fbpx

უშველებელი მოცულობის თანხა დაიხარჯა იმაში, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ წამებულად, ხელისუფლება კი მწამებლად

უშველებელი მოცულობის თანხა დაიხარჯა იმაში, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ესოდენ დიდი რეპუტაციული ზიანი – რამდენი სტატია გამოქვეყნდა, რამდენი მილიონი დაიხარჯა ამაში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ ხნის განმავლობაში, რაც სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი მიდიოდა, ძალიან საგულისხმო პოლიტიკური ასპექტი ახლდა ამ ყველაფერს. უშველებელი მოცულობის თანხა დაიხარჯა იმაში, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ესოდენ დიდი რეპუტაციული ზიანი – რამდენი სტატია გამოქვეყნდა, რამდენი მილიონი დაიხარჯა ამაში. ახლა მომაწოდეს იმ პოლიტიკოსების სია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აწამებენ. ისინი განგებ არ აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ არსებობს მკურნალობის კურსი, რომელთან მიმართებაშიც სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი მობილიზებული იყო, რომ პატიმარს თვითდაზიანება გაეგრძელებინა. ჩამოყალიბდა ასეთი უცვლელი სტრატეგიული გეგმა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ წამებულად, ხელისუფლება კი მწამებლად, და ყველას დავიწყებოდა, რომ სააკაშვილი თავისი მმართველობის პერიოდში იყო სადისტი, რომლისთვის წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო“, – ამბობს ვოლსკი.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება