fbpx

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „სიტიბანკის“ თავმჯდომარის მოადგილესთან საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „სიტიბანკის“ თავმჯდომარის მოადგილესთან საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა
საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად მუშაობს და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი  უკვე შემუშავებულია.  შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე არაერთი გავლენიანი ანალიტიკური კომპანიების რეიტინგები მოწმობს.ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სექტორია საქართველოში, ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Premium Listing-შია წარმოდგენილი.  საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და პოლიტიკური და საინვესტიციო კლიმატის პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია და „სიტიბანკის“ დელეგაცია საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში მიიწვია.“სიტიბანკი” უმსხვილესი ამერიკული ბანკია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. 2021 წელს ბანკის შემოსავალმა 72 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.
Attachments area

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია