fbpx

პრემიერმა  ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სიმბოლო მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული –  მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის  განცხადებით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო. მდინარაძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირებას “ფეისბუქში” ეხმიანება.

“ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა  ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული”, – წერს  მამუკა მდინარაძე

ცნობისათვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია