fbpx

პრეზიდენტს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ისიც, რომ სწორედ ერთმა აუწონელმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები-ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე: ახლა მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა შეყვანა სახელმწიფო უშიშროების საბჭოში და მათი დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ-სამართლებრივ ინტერესებს პრეზიდენტს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ისიც, რომ სწორედ ერთმა აუწონელმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები! რაც შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მოსახლეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. მისი თქმით, პრეზიდენტს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ისიც, რომ სწორედ ერთმა აუწონელმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები! „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს გუშინ ჩვენი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვები ანუ თურმე ხელისუფლება სცოდავს, როდესაც არ ავლენს ვაჟკაცობას მიმდინარე სიტუაციაში! ქალბატონ სალომე შეგახსენებთ დიდი წინაპრის სიტყვებს: “სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, კარგია მამაცისასაო”! ჩვენ ვართ ძალიან მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც არა აქვს იმ ქცევის პირობების უფლება, როგორიც დიდ ერებს, ამიტომაც ჩვენი მთავარი იარაღია დღეს ქმედების ის მდგომარეობა, რომელსაც ზედმიწევნით სწორად და მიზანმიმართულად აკეთებს საქართველოს მთავრობა! პრეზიდენტს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ისიც, რომ სწორედ ერთმა აუწონელმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები! რაც შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მოსახლეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი! ამიტომაც ახლა მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა შეყვანა სახელმწიფო უშიშროების საბჭოში და მათი დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ-სამართლებრივ ინტერესებს! იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ევროპის შუაგულიდან უყურებს საქართველოს და არა საქართველოდან!“ – წერს გვენეტაძე facebook ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება