fbpx

პარტია, რომელიც იტაცებდა ადამიანებს, გაჰყავდა ზღვაში, ხვრეტდა და როდესაც ასეთი პარტიის ლიდერი ციხეში ზის, გმირიაო გვეუბნებიან(ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, ოპოზიციას 9წლიანი რეჟიმის შემოქმედება შეახსენა:

🔹 ვლაპარაკობთ ევროპაზე და დღეს მთელი დღე ისმოდა ზიზღი, ბოღმა, ყვირილი და მოსმენის ჩაშლის მცდელობა. რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ და რომელი ევროპისკენ მივდიოდით? პარტია, რომელიც იტაცებდა ადამიანებს, გაჰყავდა ზღვაში, ხვრეტდა და როდესაც ასეთი პარტიის ლიდერი ციხეში ზის, გმირიაო გვეუბნებიან

🔹 მარტო ხრამები მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება, რომ ააშენო და ასიათას დოლარად მიჰყიდეს, რის ფასსაც ერთ წელიწადში ამოიღებდა ის კომპანია. სამი სავარაუდო პასუხი არსებობს: პირველი: არის აგენტი და შეასრულა ის დავალება, რაც მისცეს, მეორე- ქრთამი აიღო და იმიტომ და მესამე – იდიოტია. 30-ზე მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია ასე გაყიდული

🔹 საბჭოთა „ტროიკაში“ უფრო მეტი შანსი იყო, რომ გამართლებულიყავი, ვიდრე სააკაშვილის სასამართლოში. წელიწადში 700-800 საქმე მიდიოდა სტრასბურგში, ხოლო შარშან 60 საქმე წავიდა, არ არის განსხვავება? 95 საქმეზე არის გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ სააკაშვილის პერიოდში აწამა ადამიანები ციხეებში. არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში ღირსების შემლახავი მოპყრობით და წამების მუხლით. ერთადერთი საქმეა, რომელიც სააკაშვილმა გაგზავნა და 2 თვეში გადმოაგდეს უკან და უთხრეს, რომ არაფერი დარღვევა აქ არ არისო. აი, ეს არის განსხვავება თქვენს სასამართლოსა და ჩვენს სასამართლოს შორის. როცა ევროპაზე ვლაპარაკობთ, სწორედ სამართლიანი სასამართლოა სწორედ ყველაზე მთავარი. განაცხადა სუბარმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება