fbpx

ნიკა მელია:კეზერაშვილთან არანაირი საერთო არ მექნება

კეზერაშვილს რაც შეეხება, მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი შარშან, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მე მას არ ვიცნობდი. ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო, გასაგები იყო ის, რაც ვთქვი და გასაგები გახდა, რაც ვთქვი შემდგომში. ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ, უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი, მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს.

მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ წუთის მდგომარეობით ამ ყველაფრით შემოვიფარგლები“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ 21 სექტემბერს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა “დღის თემა”-ში სტუმრობისას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება