fbpx

ნაცმოძრაობას და მის ბელად მიხეილ სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე. და ეს მომენტიც დადგა


ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრმა იცით, რომ წლების განმავლობაში შეგნებულად, ჩვენ ყველანი თავს ვიკავებდით რეზოლუციის მე-11 პუნქტში მითითებული ფრაზების ამოკითხვისგან და ვამბობდით, დამთავრდება გამოძიება ჰააგაში ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ამის შემდეგ ნაცმოძრაობას და მის ბელად მიხეილ სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე. და ეს მომენტიც დადგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა.

მან ჰააგის სასამართლოს რეზოლუციის მე-11 პუნქტი დეპუტატებს წაუკითხა.

„ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევის გამო, რომელიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას როგორიც არის, მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა, კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.

რა ომის დანაშაულები აღიარეთ და რაზე მოაწერეთ ხელი და რა ჰქვია ამას თუ არა საკუთარი ქვეყნისა და სამხედრო ძალების ღალატი?! სხვანაირად ამ ჩანაწერი მხარდაჭერის შეფასება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და დღემდე ჩვენ ამის გახმოვანებასა და ხაზგასმას ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება