fbpx

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ძირითადი წყარო არიან

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ პროცესს იწყებენ, რომელიც პარალელურად ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმური.

„ნაცვლად იმისა, რომ რეკომენდაციების პირველი პუნქტი შეასრულონ, ნაცვლად იმისა რომ აქ ჩამობრძანებული ევროპარლამენტარების რეკომენდაციები შეასრულონ, კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ პროცესს იწყებენ, რომელიც პარალელურად ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმური. საქართველოს პარლამენტი არის ის ორგანო, სადაც მიიღება კანონები, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. პარლამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ეს არის ის წიაღი, რომელშიც, ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია სურვილი, რომ ქვეყანას დაეხმაროს, იმაში, რომ მან მდგრადი ნაბიჯებით იაროს ამ ვალდებულებების შესასრულებლად, ცხადია, ამ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება