fbpx

ევროპელებისთვის ის სისხლი, რაც ჩვენ დავღვარეთ მას შემდეგ, რაც მართლაც ევროპისკენ სვლა დავიწყეთ, ეს მარტო მე-20 საუკუნეში ხომ არ იყო, არა?! აღმოჩნდა, რომ იმათთვის წყალია

მთელი ევროპული ცივილიზაცია და აზროვნება საბერძნეთში ჩაისახა, სადაც მუდმივად კითხვებს სვამდნენ და ის ევროპარლამენტარები დღეს გვეუბნებიან, რატომ გვისვამთ კითხვებს?! იმიტომ გისვამთ, რომ პასუხები მაინტერესებს, – ამის შესახებ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ნაწილისგან არც სიყვარული და არც პატივისცემა არ ჩანს, ისინი საქართველოს არ იცნობენ.

„გულისტკივილი არა, ესაა საშინელება, როდესაც ასე გამცირებენ. ევროპული პერსპექტივის შესახებ ქაღალდი რომ მისცეს უკრაინას, ერთ-ერთმა შემდეგ დააყოლა, უკრაინას შეუძლია რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს იდგეს მოსაცდელშიო. ეს მაინც არ უნდა თქვა! ხომ შეიძლება?! მე მაინტერესებს, იმ 300 გარდაცვლილი ბავშვის დედას რომ აჩვენო ის თეთრი ქაღალდი, ბავშვების სისხლის სანაცვლოდ, რა ხასიათზე დადგება?! მერე აღმოჩნდა, რომ ამ ევროპელებისთვის ის სისხლი, რაც ჩვენ დავღვარეთ მას შემდეგ, რაც მართლაც ევროპისკენ სვლა დავიწყეთ, ეს მარტო მე-20 საუკუნეში ხომ არ იყო, არა?! აღმოჩნდა, რომ იმათთვის წყალია. რამდენიც გინდა დაღვარე, არ აწუხებთ და რა ჰქნან?! ერთი კარგი ამბავი გვჭირს. მე ეს მახარებს, რომ ჩვენ თევზის მახსოვრობა არ გვაქვს“, – განაცხადა ხურცილავამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება