fbpx

მნიშვნელოვანია რომ ოკუპაციის საკითხი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება-კახა იმნაძე

მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის საკითხი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის  აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

“დეოკუპაცია არ არის მარტივი თემა, რთული საკითხია. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამ გამოსვლისა, პრემიერს ორმხრივი შეხვედრები ჰქონდაა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს  ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა. ყველა შეხვედრაზე ისმება ოკუპაციის საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა იცის იმ გზავნილების შესახებ, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა. ასე რომ, ჩვენ ეს ყველაფერი ერთ საერთო სურათში, ერთ კონტექსტში უნდა დავინახოთ. მუდმივად საჭიროა ასეთი წნეხი, რადგან ერთ დღეში არაფერი ხდება. ის, რომ ასეთი გამოსვლა კიდევ ახალი სიმძაფრით აყენებს ამ საკითხს და ყველა უფრო ფოკუსირებული ხდება, ეს ფაქტია, ცხადია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით წლის მანძილზე კიდევ გაგრძელდება მუშაობა შესაბამის დონეებზე”,- განაცხადა კახა იმნაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება