fbpx

მამუკა მდინარაძე – როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა, არ დაესწრონ შეხვედრას, ნაცვლად იმისა, ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ

როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას და ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არცერთ ნაბიჯს არ დგამს რეკომენდაციების შესასრულებლად. „დილით დაზუსტებით ვიცოდით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ, თუმცა მათაც უარყვეს. როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას და ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ. როგორც ვიცი მათ ახსენეს ქუჩის პროტესტი, ეს როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა ეს ირონიაა იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშან-წყალი მათ ქმედებებში არ არის. მათ არ უნდათ, არცერთ ნაბიჯს არ დგამენ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე, დილით დადასტურება ამ შეხვედრაზე მონაწილეობის და შემდეგ არმოსვლა არის იმის ლუსტრაცია, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე პირდაპირ ამბობენ უარს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება