fbpx

მამუკა მდინარაძე: ერთ-ერთი არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა საზოგადოებას, თუმცა გადაცემის ბოლოს სხვაგვარად გაამეორებინეს, ვიღაცამ დაარიგა როგორც ჩანს, რომ დანაშაულია ასეთი მოწოდება
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ წამყვანის, ნათია გოგსაძის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სიტყვები მოიშველია და საზოგადოებას იარაღის ხელში დაჭერისკენ მოუწოდა.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გამოიყენა რა, აქაც სპეკულაციურად რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის წარსულში ნათქვამი, ყველასთვის ცნობილი სიტყვები, პირდაპირ იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა საზოგადოებას. თუმცა შემდეგ, გადაცემის ბოლოს სხვაგვარად გაამეორებინეს, ჩაგვიგდეს ეს ვიდეოც, დააზღვიეს აქამდე რომ არ მივიდეთ და ასეთი ნარატივი განავითარა, ვიღაცამ დაარიგა როგორც ჩანს, რომ საციხო საქმეს აკეთებ, რომ დანაშაულია პირდაპირ ეთერში ასეთი მოწოდება და შემდეგ მესიჯი კი გაამძაფრა, მაგრამ დაზღვევაც გააკეთა თავისი ვორდინგის. აი, აქამდე არიან მისულები და მათი რეალური სურვილები ეს არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება