fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები ქართული სიმღერის საღამოთი მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალბატონებს 3 მარტი, ,,დედის დღე” და 8 მარტი, ,,ქალთა საერთაშორისო დღე”
ქართული სიმღერის საღამოთი მიულოცა.

ნატო გელაშვილისა და ჭოხოების ქართული სიმღერის საღამო ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა.

საღამოზე, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, გაჟღერდა კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიციები.

დაახლოებით ორსაათიან საღამოს
ბევრი ემოცია, ოვაცია და ტაში გასდევდა ლაიტმოტივად .

ღონისძიების ბოლოს ნატო გელაშვილმა პირობა დადო , რომ ძალიან თბილ და ყურადღებიან სამტრედიელ მსენელს კონცერტებით კვლავ გაანებივრებს და სტუმართმოყვარეობითა და მუსიკალური ნიჭიერებით გამორჩეულ იმერეთს, შვილებთან ერთად კვლავ დიდი სიხარულით ესტუმრება.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება