fbpx

ლისის ტბაზე საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ლისის ტბაზე, USAID საბაზისო განათლების
პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო-
შემეცნებითი ღონისძიება „მათემატიკური მარათონი“ გამართა.
ღონისძიებაში სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა
მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა გასართობი აქტივობით
ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებოდნენ.
მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. დასასრულს
კი, ბავშვებისთვის აზოტის შოუ გაიმართა.
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და USAID საბაზისო
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება