fbpx

კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ მომავალი წლიდან დაინერგება

ახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ მომავალი წლიდან დაინერგება

თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ 2022 წლიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან აღნიშნული სისტემის ამოქმედების მიზანზე და უპირატესობებზე ისაუბრა.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“  მთავარი უნარებია – გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით, სპეციალური რეჟიმებისა და გადაწყვეტების შემუშავება და მისი შემდგომი ანალიზი. სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტებისა და საცობების იდენტიფიცირება და მისი დარეგულირების მიზნით, ავტომატურად სპეციალური რეჟიმის შექმნა/განხორციელება. ასევე, მისი უნარია საზოგადოებრივი და სპეციალური ტრანსპორტის იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათი სწრაფად გადაადგილების მიზნით, სპეციალური დერეფნების გათავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ გზებზე უსაფრთხოების დაცვასა და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული სისტემის მიზანია – გზებზე უსაფრთხოების დაცვა, საცობების და მგზავრობის დროის შემცირება, მოძრაობის საშუალო სიჩქარის გაზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მომხმარებლები არიან მსოფლიოს განვითარებული ქალაქები: სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და კოპენჰაგენი“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია