fbpx

კახა კალაძე: ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია

საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის
წევრი გახდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-
პასუხის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, აქციაზე „შინ ევროპისკენ“
წარმოდგენილი ადამიანების რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
„პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და
ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს
აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც
ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით.
თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც
კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. ამისთვის
ხელისუფლება მზად არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება