fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს  კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება