fbpx

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო- კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. 
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში ქართული კუთხე საზეიმოდ გახსნეს.
მუზეუმში ქართული სექცია დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული, სადაც ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება