fbpx

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან დღეს ჩვენ სხვა კონსტიტუციის პირობებში ვცხოვრობთ, როდესაც პრეზიდენტი აღარ არის წამყვანი ფიგურა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფალი – განაცხადა ტვ „აჭარის“ თოქშოუში „თავისუფალი სივრცე“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან. „დღეს საპარლამენტო რესპუბლიკაა და კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთავრობასთან ერთად და მთავრობაა მთავარი აღმასრულებელი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკისა. პრეზიდენტი რა თქმა უნდა გახლავთ მთავარსარდალი, საგარეო პოლიტიკაშიც წარმოადგენს ქვეყანას, მაგრამ მისი ეს ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ახალი პოლიტიკური რეალობაა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობაში და ამ კუთხით ალბათ მეტი სამუშაო კომუნიკაციაა საჭირო, რომ ისეთი რეციდივი, რაც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში თქვა, არ იყოს შემდგომში“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება