fbpx

ირაკლი კობახიძე: როდესაც სხვებისგან მოდის დაუსაბუთებელი ბრალდებები, ამისგან პირველმა უნდა დაიცვას ესა თუ ის ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტმა

მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ბევრი უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ ერთი ფუნქცია, რაც მაქვს აქვს ეს არის სხვა ინსტიტუტების მოფრთხილება და დაცვა. როდესაც სხვებისგან მოდის დაუსაბუთებელი ბრალდებები, ამისგან პირველმა უნდა დაიცვას ესა თუ ის ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც პრეზიდენტი ასეთ უხეშ განცხადებას აკეთებს, რომ არსებული სასამართლო აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაღაც არგუმენტი ხომ უნდა გქონდეს?! ხომ უნდა დაასაბუთო, რით აფერხებს სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციას?! სად არის არგუმენტი?! საქართველოს პრეზიდენტი რომ გქვია, ხომ არ უნდა დახვიდე რომელიღაც ენჯეოს ხელმძღვანელის თუ წარმომადგენლის დონეზე?! როდესაც არგუმენტების გარეშე ცდილობ რომ თავს დაესხა სხვა ინსტიტუტს, ეს არის მიუღებელი.

აიღეთ საერთაშორისო რეიტინგები და ნახავთ სად იყო საქართველო 2012 წლამდე და სად არის დღეს – წინსვლა არის ფუნდამენტური ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება