fbpx

თვითონ ასეთი მსჯელობა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, არა მარტო მიუღებელია, აბსურდულთან ერთად ამორალურიცაა

თვითონ ასეთი მსჯელობა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, არა მარტო მიუღებელია, აბსურდულთან ერთად ამორალურიცაა , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„უნდათ, რომ რომ ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენონ – ეს არის მათი პიარის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. ისინი გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი სამართლის უზენაესობა კი არ არის, არამედ პირიქით – სამართლის უზენაესობა უპირისპირდება ევროკავშირის იდეას. ეტყობა მათ ასე წარმოუდგენიათ ევროკავშირი, რომ არ არსებობს სამარლთის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, კანონი არ უნდა კანონობდეს, სახელმწიფო არ სახელმწიფოობდეს. ჩვენ ასე არ წარმოგვიდგენია. ჩვენ გვგონია, რომ ევროპასთან საერთოდ არ არის თავსებადი ისეთი სახელმწიფო, სადაც არ არის კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელწმიფო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება