fbpx

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე- მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის. იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში ,,ეს აჩვენებს, ზოგადად, მათ დამოკიდებულებას არამარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. როდესაც ქვეყანას ასე მოიხსენიებ, როდესაც ამ ფეიკებით ქვეყანას ასე ახასიათებ, ბუნებრივია, აქ ჩანს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. ეს არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას, ბოლო დროინდელი განცხადებების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ნულოვანი პატრიოტიზმის განცდა. სწორედ ეს იყო მათი პრობლემა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ,,ომში ჩართვაც მაგიტომ უნდათ ზუსტად. ანუ, მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის. იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. 2008 წელს, როცა ჩააბარეს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. ესეც ზუსტად იგივეს გამო გააკეთეს. მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. დღეს, რასაც აკეთებენ, იგივე ეს განცხადებები, ესეც არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ნაცმოძრაობას ქვეყანა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, – “კიდია ფეხზე”. ეს არის მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას, უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი და პასუხი უნდა იყოს მარტივი. ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ომი და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობა და განვითარება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია