fbpx

რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ არ იცის-ექიმი ლალი ჯავაშვილი

რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ არ იცის, – ამის შესახებ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წვერმა, ექიმმა ლალი ჯავაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დრო, როდესაც სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას ითხოვდნენ, „ისტორიას ჩაბარდა”, ვინაიდან დღეს სხვა საჭიროებები არსებობს.

„რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ არ იცის. ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით. დღეს ეს საჭიროება არ არის იმიტომ, რომ ამას ვერ შეძლებს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ და რასაც კატეგორიულად ვითხოვთ არის, რომ ის სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში, რომ გადარჩეს და დაიწყოს ტრანსფუზიური თერაპია”, – აღნიშნა ლალი ჯავაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება