fbpx

ირაკლი კობახიძე – ვერც ელჩის გაწვევა და ვერც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს

ირაკლი კობახიძე – ვერც ელჩის გაწვევა და ვერც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ქართველებს და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს არის ყველაზე ფასეული სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს რთული მოცემულობა იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული. ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით, კონკრეტული დემარში განხორციელდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძელზე იქნა მიღებული – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე, ტვ „იმედის“ გადაცემაში „იმედი live”. მისი თქმით, გვაქვს საწუხარო და ძალიან უცნაური მოცემულობა, ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში ოპოზიციაში, არიან უკრაინაში ხელისუფლებაში. „ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა, ალბათ უნიკალური მსოფლიო ისტორიაში. ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და დღეს არის ძლიან რთულ ვითარებაში. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ეს მოცემულობა ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, რაც განსაკუთებით გამოიხატა ელჩის გაწვევაში. ამ რთული მოცემულობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მთავარი კრიმინალი წინა ხელისუფლების და მოქმედი ოპოზიციის, დღესაც არის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, დღემდე იკავებს ამ თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ იმ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიმინალი ადეიშვილი ახლაც გენპროკურორის მრჩეველია, გია ლორთქიფანიძე და ა. შ. არახამიაც, არის მათი გუნდის ერთერთი წევრი და პირდაპირ დაახლოებული პირი უშუალოდ პრეზიდენტთან, ამ ყველაფერის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ერთადერთი მყარი პოზიცია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის აგრესიის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან მყარი და ურყევი. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით და სადაც კი იყო საჭირო პოლიტიკური თანადგომა, იქნებოდა ეს გაეროში, ეუთოში, ჰააგის სასამართლოს თვალსაზრისით, ევროსაბჭოში, ყველგან ჩვენ დავაფიქსირეთ ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია. ვერავითარი ვერც ელჩის გაწვევა და ვერც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს ამ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ ქართველებს და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს არის ყველაზე ფასეული რაც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე ეს ფაქტორები ჩვენთვის არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება