fbpx

ირაკლი ზარქუა – ნაციონალურ მოძრაობაში გავლენების და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება

ნაციონალურ მოძრაობაში გავლენების და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება. ბუნებრივია, ხაბე უფრო მეტი შემსრულებელია, ვიდრე მელია სავარაუდოდ, როგორც იკვეთება – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, არაერთხელ ვნახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ გაყვა მათ პროვოკაციებს, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით და საერთაშორისო ფასიანი ლობისტების მხარდაჭერით.

”კიდევ ერთელ ვაფრთხილებ, ის ვინც გადააბიჯებს ჩვენს კონსტიტუციას, ვინც ოდნავ მაინც კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანს ჩვენს ახალგაზრდებს და გამოიყენებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაისჯება უმკაცრესი ჩვენი კანონმდებლობით. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ და მათაც უნდა იცოდნენ. საქართველოს მოსახლეობა არ გაყვა მათ პროვოკაციებს, ჩვენ გვქონდა ამის არა ერთი ნახვის შესაძლებლობა, პირველი ტალღა, მეორე ტალღა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, საერთაშორისო ფასიანი ლობისტების მხარდაჭერით. არაფერი გამოუვიდათ, იმიტომ რომ საქართველის ინტერესებში არ შედის მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მშვიდობიან გარემოში ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ და ამას აკეთებს ბატონი ღარიბაშვილი მთავრობასთან ერთად. ეს ვერ აპატიეს ამ ქვეყანას, და ამიტომაც არის რომ გამუდმებით ებრძვიან“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება