fbpx

გურამ მაჭარაშვილი: შტატებში წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა და საქართველოში – ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელმაც დაგმო „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალადობა“, მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავად აშშ-ში, წესრიგის დაცვის მიზნით, არბევენ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც ძალადობაზე გადადიან, მაგრამ საქართველოსგან საპირისპიროს მოითხოვენ.

„თვითონ შტატებს შეხედოს ბატონმა მილერმა – გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ, რომლებიც იქ შეიძლება ძალადობდნენ, მაგრამ თეთრ სახლში ეს დარბევა გაამართლეს.

წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა შტატებში და საქართველოში – ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება