fbpx

თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი ეწვია

თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი
ეწვია
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი
სტუმრობს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატოს ინსტიტუციური
აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. ვიზიტი
იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატომ აღიაროს სკოლის სწავლებისა და
ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატოს სტანდარტებთან. შეხვედრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც
ისაუბრა სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნატოს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წელს სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო
კურსის ნატოს მიერ შერჩეული (NATO Selected) სტატუსით მოპოვებით, საქართველო გახდა
პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატოს მიერ
სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა.
ნატოს ექსპერტების ვიზიტით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, DIB სკოლის სახით
მიიღოს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატოს ხარისხის მართვის ნიშნით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია