fbpx

მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა🔷 საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები,ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. 🔷მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება