fbpx

მუხიანში, კერესელიძის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

~გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული
სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მუხიანში, ლეო კერესელიძის ქუჩაზე
დაახლოებით, 400 კვ. მეტრ ფართობზე ეწყობა. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში
გამარჯვებული შპს „პე-ბე“ ახორციელებს, 93 389 ლარი არის გათვალისწინებული.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის
გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება