fbpx

 ზეწოლის მთავარი ობიექტი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, რომელიც გასულია საერთოდ გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ მას უჩერებენ 2 მილიარდის მოცულობის აქტივებს აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით

ზეწოლის მთავარი ობიექტი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, რომელიც გასულია საერთოდ გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ მას უჩერებენ 2 მილიარდის მოცულობის აქტივებს აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით – იყო თითიდან გამოწოვილი მიზეზი და ისიც პოლიტიკური, რომელიც დაუკავშირეს რეზოლუციას, თუმცა თვითონ ბანკს მოუწია ამ საბაბზე უარის თქმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მთლიანობაში არის უმძიმესი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც უჩერებენ 2 მილიარდის მოცულობის აქტივებს. არის მძიმე ზეწოლა ხელისუფლებაზე, მათ შორის იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც არის გამოხატული. ის, რომ ფასი არა აქვს ამ რეზოლუციას, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ზეწოლა არ არის ძლიერი. წარმოიდგინეთ, 400-ზე მეტი ევროპარლამენტარი შეკრიბეს იმისთვის, რომ ეს ზეწოლა განხორციელებულიყო ცალკე ბიძინა ივანიშვილზე და ცალკე საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე. შვეიცარიულოი ბანკია ჩართული ამ ზეწოლაში და ხდება მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის განადგურება. ანუ, ინტერესი იმდენად დიდია, საერთოდ არაფერს არ უფრთხილდებიან. ასევე მინდა შევახსენო საზოგადოება საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ იგივე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება